პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თენგიზ შერგელაშვილმა დატოვა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თენგიზ შერგელაშვილმა დატოვა

თენგიზ შერგელაშვილმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

შერგელაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის მიდგომებთან მისი ხედვების აცდენაა.

„როდესაც „ლელო საქართველოსთვის“ იქმნებოდა, ვიმედოვნებდი, რომ არსებული დაჭაობებული პოლიტიკური ლანდშაფტის ალტერნატიული ძალა შეიქმნებაოდა. გაზაფხულიდან სულ უფრო იზრდებოდა აცდენები ჩემს ხედვებსა და პარტიის მიდგომებს შორის. ბოლო პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში არ დავაჩქარე მოვლენები. დღეს მივმართე პარტიას მისი რიგების დატოვების შესახებ. მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. სამომავლოდ შევეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი სხვა პლატფორმებიდან კვლავ შევიტანო ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოთრევაში“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.