პარტია „ლელო“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
პარტია „ლელო“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

პარტია „ლელოს“ წევრების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ მიერ აჭარაში ამომრჩევლის მოსყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ.

როგორ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯამბულ ხოზრევანიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ აქვთ ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან სატვირთო მანქანიდან სასურსათო პროდუქტით სავსე ტომრები დაცალეს.

„ლელო საქართველო“ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მაშინ, როცა „ლელო“ მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ გეგმას სთავაზობს, ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე ცდილობს, თითო ტომარა პროდუქტით მოისყიდოს ჩევნი ამომრჩეველი, ნაცვლად იმისა, რომ შესთავაზოს კონკრეტული პროგრამა, როგორ გამოვიდეს მაღალთმიანი აჭარა ეკონომიკური კრიზიისდან. ის ფიქრობს, რომ ფეოდალურ წყობაშია, სადაც მოსახლეობას თითო ტომარა პროდუქტით ან კილოგრამი კარტოფილით მოისყიდის. მინდა, მივმართო ყველა უწყებას, ვისაც სამართლიანი არჩევნები ეხება, ამ ფაქტით დინტერესდნენ. ჩვენმა მომხრემ გადაიღო ვიდეო, სადაც ქედის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე იცლებოდა ტომრებით მაკარონი“, – განაცხადა  ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯამბულ ხოზრევანიძემ.