„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ევროპარლამენტის წევრის თანაშემწე ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს

13:16, 30.09.2025

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, მაქსიმიალიან კრას თანაშემწე ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯიენ გოუ ბრიუსელში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრისა და ევროდეპუტატის, ბუნდესტაგის წევრ მაქსიმიალიან კრას თანაშემწედ ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა,

დრეზდენში გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 2019-2024 წლებში ჯიენ გოუ აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას და ჩინეთის ხელისუფლებას უგზავნიდა.

თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთის დაზვერვასთან არ თანამშრომლობდა. ევროდეპუტატმა მაქსიმიალიან კრამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თანაშემწის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ მედიიდან შეიტყო.

მსგავსი