ალის ვაიდელი – გერმანიის გაზის საცავები წელს ნაკლებად სავსეა, ვიდრე 2025 წელს, და უკვე დაცლა დაიწყო, ზამთარი კი ჯერ არც დაწყებულა
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერის, ალის ვაიდელის თქმით, გერმანიის გაზის საცავები სავსე არ არის და 2025 წლის რაოდენობასაც ჩამოცდება.
„გერმანიის გაზის საცავები წელს ნაკლებად სავსეა, ვიდრე 2025 წელს, და უკვე დაცლა დაიწყო. ზამთარი კი ჯერ არც დაწყებულა!“ – წერს ალის ვაიდელი.
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოცემა Nius-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
მისი თქმით, გერმანიას საიმედო ენერგომარაგი მხოლოდ AfD-სთან ერთად ექნება.
Die deutschen Gasspeicher sind in diesem Jahr schlechter gefüllt als 2025 und leeren sich nun sogar schon wieder. Dabei hat der Winter noch gar nicht begonnen! Nur mit der AfD wird es wieder eine verlässliche Energieversorgung geben.
https://t.co/nkVYLCq2kF— Alice Weidel (@Alice_Weidel) November 9, 2026