პარლამენტთან წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების აქცია გაიმართა
პარლამენტთან წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების აქცია გაიმართა. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლების შესყიდვასა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ.

წალკაში მოსახლეობა მაღალმთიანი აჭარიდან წლების წინ ჩასახლდა. მათი განმარტებით, იმ პერიოდში ხელისუფლებამ ბერძნების საცხოვრებლების დაკავების უფლება მისცა და დაჰპირდნენ, რომ დროთა განმავლობაში ამ სახლების საფასურს გადაიხდიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სახლების შესყიდვა არ მოხდა და ბერძნები წალკაში საცხოვრებლად უკვე ბრუნდებიან, ამიტომ მათ თავშესაფარი აღარ აქვთ.

ეკომიგრანტები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებასა და დახმარებას სთხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ეკომიგრანტები აქციების ყოველდღიურად გამართვას გეგმავენ.