პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება [ფოტო]
პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება [ფოტო]

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობენ და აცხადებენ, რომ ახლა საჭიროა, ყველა უკრაინის გვერდით დადგეს.

პარლამენტთან შეკრებილები უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ხმის გამაძლიერებელია მოწყობილი, რომლის მეშვეობით, შეკრებილ ადამიანებს უკრაინასთან დაკავშირებით ინფორმაციებს მიაწვდიან.

სოლიდარობის ნიშნად, აქციაზე უკრაინის ჰიმნიც გაჟღერდა.