პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აქციაზე აპროტესტებენ
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აქციაზე აპროტესტებენ

„არა რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე განხილვას აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება.