პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი. მათი თქმით, აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციის პროცესს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათენებას აპირებენ, ვინაიდან ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და ეცდებიან, სხდომის ჩატარებას ხელი შეუშალონ.