პარლამენტთან შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით აქცია გაიმართა
პარლამენტთან შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით აქცია გაიმართა

შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სხვადასხვა უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა. აქციის ორგანიზატორის ლაშა მესხის განცხადებით, გასულ დღეებში მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რომ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების საკითხზე პარლამენტმა განხილვა შეაჩერა და პროექტზე მსჯელობა გაურკვეველი ვადით გადადო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია. ისინი პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 800-მდე კი, დაშავდა.