პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

12:08, 03.12.2020

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეთა ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ ბათუმში გამართული აქციის სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ბუშტები მიიტანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც  მოქალაქეთა ჯგუფს საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე კარავი აქვს გაშლილი. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი