პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

19:30, 29.11.2024

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაკეტილია.

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ იკრიბებიან. ისინი პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.

პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი