პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის ორგანიზებით აქცია იმართება, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავა

12:32, 30.06.2023

პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის ორგანიზებით აქცია იმართება, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს, უცენზურო სიტყვების გამოყენება შეეწყვიტათ.

მსგავსი