პარლამენტთან პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქცია მიმდინარეობს

შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია, საკანონდებლო ორგანოს პროფკავშირების პოზიცია შეახსენონ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავს, არაეფექტურია და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისგან დაცლილია.

აქციის მონაწილეების თქმით, დოკუმენტი არ მოიცავს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უსაფრთხოების თემას.

„დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ რჩება უსაფრთხო შრომის პირობების გარეშე. კანონპროექტი არ არეგულირებს დასაქმებულების შრომის უფლებებს”, – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგა ბექაურმა.