პარლამენტთან ორგანიზაცია „ალტ ინფო“ აქციას მართავს
პარლამენტთან ორგანიზაცია „ალტ ინფო“ აქციას მართავს

პარლამენტთან ორგანიზაცია „ალტ ინფო“ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 5 ივლისს აღმართულ ჯვარს იცავენ.

მათი თქმით, ჯვართან პარაკლისი გადაიხადეს და აპირებენ ბოლომდე დაიცვან ის სიწმინდე, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკრალური და უმთავრესია.

„გუშინ დაანონსებული იყო, რომ ლიბერალური ფლანგი აპირებს პარლამენტთან მისვლას და ჯვართან გვირგვინის მიტანას, სადაც მათ სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადათ პანაშვიდი. ასევე, უნდა მოეთხოვათ იმ წმინდა ნინოს ჯვრის დემონტაჟი, რომელიც ხალხმა აღმართა 5 ივლისს. ჩვენ დავაანონსეთ სპონტანურად, რომ არ მიგვეცა საშუალება, ჯვართან მიეტანათ გვირგვინები და მოეწყოთ პერფორმანსები“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.