პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
მათივე თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის გასაპროტესტებლად პარლამენტთან ღამეს გაათენებენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციაზე მივიდნენ.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა დაკეტილია. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან.