პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და სასტვენების დახმარებით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და პლენარული სხდომის პარალელურად სკანდირებას გააგრძელებენ.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.