პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მედიაპროექტს „სირცხვილია“ იწყებენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მედიაპროექტს „სირცხვილია“ იწყებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მედიაპროექტს „სირცხვილია“ იწყებენ.

მათი განცხადებით, პროექტის ფარგლებში, აქციიდან ყოველდღე, 20:20 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ერთსაათიანი გადაცემა გავა, რომელშიც მონაწილეობას აქციაზე მისული მოქალაქეები მიიღებენ.

მათი თქმით, გადაცემა დღეს დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

აქცია პარლამენტთან, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 33-ე დღეა იმართება.