პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს [ვიდეო]

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელისკენაც ისროლეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.

შსს-ს ცნობითვე, აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.