პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, დღეს პოლიციას უკანონო ბრძანების შესრულება უწევთ.

„ყველას გვინდა კანონიერება ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, თქვენ გიწევთ უკანონო დავალების შესრულება, თუმცა ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი“, – განაცხადა მელიქიშვილმა.