პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე „თბილისი პრაიდის“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა, რომლებმაც ლგბტქიუ თემის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს, რასაც ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ პრაიდის მხარდამჭერები ტერიტორიიდან პოლიციის მანქანებით გაიყვანა.