პარლამენტის შენობის წინ ინციდენტზე ხუთი პირი გამოკითხეს
პარლამენტის შენობის წინ ინციდენტზე ხუთი პირი გამოკითხეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე მომხდარ ინციდენტზე ძველი თბილისის სამმართველოში მოწმეთა გამოკითხვა დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით ხუთი პირი გამოიკითხა, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი. მოწმეებს შორის არის ერთი არასრულწლოვანიც, რომელიც სავარაუდოდ დღეს დაიკითხება.

როგორც მოწმეები აცხადებენ, პარლამენტთან აქციის დასასრულს ორმა პირმა იმ ტერიტორიაზე შესვლა მოითხოვა, სადაც აპარატურა იყო განთავსებული, რასაც შემდგომში მათი მხრიდან აქციის ორგანიზატორების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.