ბათუმში, ზღვაზე მივდივართ დასასვენებლად - რას ამბობენ ახალციხის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილიში წამოსვლის წინ [ვიდეო]

თბილისში დაანონსებულ აქციას, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უერთდებიან. აქციის მონაწილეები ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, სლესის ციხესთან შეიკრიბნენ და მიკროავტობუსებით თბილისისკენ გამოემართნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

მისივე თქმით, მკვლელობები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„ბათუმში, ზღვაზე მივდივართ დასასვენებლად“, – ასე უპასუხეს პირველი არხის ჟურნალისტს კითხვაზე, სად აპირებენ წასვლას.

ამასთან, ნაწილი აცხადებს, რომ „არ იციან, რატომ მიდიან თბილისში“.