პარლამენტთან აქციისას დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება
პარლამენტთან აქციისას დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში პარლამენტთან აქციისას დაშავებული პაციენტების შეყვანა ამ დრომდე გრძლედება.

როგორც კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა, ორი პაციენტი უკვე გაწერეს.

ქოჩორაშვილის განცხადებით, სამ პაციენტს ოპერაცია უტარდება.

„ სამი პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და ოპერაციები მიმდინარეობს, დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

რუსთაველზე შეკრებილები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.