პარლამენტთან აქციის ორგანიზატორებმა ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა სთხოვეს

21:17, 04.07.2019

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორგანიზატორებმა საბანკო ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა სთხოვეს.

როგორც მათ განაცხადეს, ჩარიცხული თანხა აქციის ორგანიზებას მოხმარდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა სცენიდან განაცხადა, თანხის ჩარიცხვა დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე. მისი თქმით, მოქალაქეებს ამ ფორმითაც შეუძლიათ სოლიდარობის გამოხატონ და აქციების გაგრძელების ხელი შეუწყონ.

მსგავსი