პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ფოტო]
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ფოტო]

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რათა არ შეეფერხებინათ მოძრაობა.

სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კამათი.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, შენობის შესასვლელის დაბლოკვა დაუშვებელია.

აქციის მონაწილეების თქმით კი, მათ არ შეუშლიათ ხელი არავისთვის, ვისაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდა.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განმუხტულია.