პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [ვიდეო]

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს რუსეთის მონა უწოდეს, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

ლევან იოსელიანი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

„ამ ქვეყანაში არიან განსხვავებული, სხვადასხვანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. ამიტომ ჩემთვის პოლიტიკურ შეხედულებებს არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას არ მოვწონვარ. მე ყველას სახალხო დამცველი ვარ და ვიქნები ჩემი ვადის ბოლომდე. ვიღაცებს მოვწონვარ ჩემი ყოფილი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცას არ მოვწონვარ. ვიღაცებმა გამოხატეს ეს უფრო აგრესიულად, არა უშავს, ეს არ არის პრობლემა. მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო. მინდა, ეს ყველაფერი სწორად შევაფასო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.