პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს

23:04, 29.11.2024

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.

მსგავსი