პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. სარალიძემ და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა ღამე კარავში გაათენეს.

გუშინ გამართულ აქციაზე ხორავას ქუჩაზე დაღუპული ლევან დადუნაშვილის მამა დავით დადუნაშვილიც მივიდა. მისი თქმით, რევოლუცია არ სურს, არამედ უნდა, რომ შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს.