პარლამენტთან აქციის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.

აქციის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა პირმა ადგილზე სპეციალური ჯებირი გაარღვია და რამდენიმე ორგანიზატორს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იყწყება, მან რამდენიმე კვერცხი ისროლა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მწერალ ლაშა ბუღაძის მისამართით. საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ და აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.