პარლამენტთან აქციაზე შეკრებილთა ნაწილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს
პარლამენტთან აქციაზე შეკრებილთა ნაწილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ რუსთაველზე შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც საპატრულო პოლიციამ რეგულაციების დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საჯარიმო ქვითარი სცენაზე, ტრიბუნასთან გადახია.

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება დღეს, 22:00 საათზე შევიდა ძალაში. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდულია 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.