პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდება.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებაც საპატრულო პოლიცია არ აძლევს. არსებული ინფორმაციით, მორიგი დაპირისპირებისას პოლიციამ ადგილიდან ხუთი პირი გაიყვანა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ დააკავეს კიდევ ორი პირი.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას დილიდან მართავენ.