პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ მათ არ მისცა.

როგორც საპატრულო პოლიცის წარმომადგენელმა, გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, მათ პროტესტის გამოხატვა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე შეუძლიათ. ამის შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. პოლიციამ ადგილიდან ორი აქტივისტი გაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბესო გაზდელიანია.

ამასთან, ადგილზე პერიოდულად ვითარება იძაბება.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას დილიდან მართავენ.