პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ გრძელდება
პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ გრძელდება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 38-ე დღეა, აქცია „სირცხვილია“ იმართება.

აქციის მონაწილების მოთხოვნა უცვლელია, ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს აქციაზე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრებიც მივლენ. მათივე ინფორმაციით, აქცია ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის და მსვლელობა არ იგეგმება.