პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები და უკრაინის მხარდამჭერი ბანერები.

აქციაზე შეკრებილები უმძიმეს სიტუაციაში მყოფ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებენ. ისმის პოლიტიკური მოთხოვნები. სანქციებთან დაკავშირებული განცხადებების გამო, პარლამენტის წინ შეკრებილები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა დამთავრობის გადადგომას, ასევე უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული გეგმის შემუშავებას და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.