პარლამენტთან აქცია დასრულდა
პარლამენტთან აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დასრულდა.

ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მსგავსი ტიპის დემონსტრაციები პარლამენტთან პერმანენტულად გაიმართება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

დღევანდელ აქციაზე მყოფებმა აღნიშნეს, რომ საღამოს, პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.