პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს
პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს

რუსთაველზე, პარლამენტთან სლოგანით „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.