პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა 18 ივლისს იგეგმება

13:25, 15.07.2021

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სავარაუდოდ 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.

შს მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით მსჯელობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მსგავსი