პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. კანონმდებლების შეკითხვებს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე უპასუხებს.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, მთავარი კითხვა მათი მხრიდან კვლავ კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საკითხი იქნება. კანონმდებლების თქმით, ზაზა თავაძეს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ კითხვებს.

„ჩვენ მოვუსმენთ ზაზა თავაძეს. ყველას მივცემთ იმის საშუალებას, რომ შეკითხვები დასვას. თუკი საკითხი არის დიპლომთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით შეკითხვას გავაჟღერებთ, მათ შორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც დავსვათ კითხვებს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა.