საქართველოს პარლამენტის შენობაში უმრავლესობის სხდომა იმართება.
როგორც დეპუტატები ამბობენ, სხდომა დილის ცხრა საათიდან მიმდინარეობს. მათი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ და სესიაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.
პარლამენტთან ამ დროისათვის სიმშვიდეა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წინ იმყოფებიან. მათი თქმით, პიკეტირება არ იგეგმება.