საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით განახლდება.
გუშინდელ სხდომაზე თეა წულუკიანის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში 21:00 საათამდე გაგრძელდა და ვერ მოესწრო პოლიტიკური დებატების გამართვა, რის გამოც დღევანდელი სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნება.
თეა წულუკიანს გუშინ კითხვით 40-მა დეპუტატმა მიმართა. კითხვების უმეტესობა ეხებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს და ამ მიმართულებით საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ სტრასბურგსა და ჰააგაში წარმოებულ სამართლებრივ დავებს.
მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თეა წულუკიანმა ისაუბრა როგორ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.
დეპუტატთა კითხვები ეხებოდა იმასაც, რამდენიმე კვირის წინ მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის ადგილი ჰქონდა და თუ არა დაპირისპირებას და რა საკითხებს ეხებოდა.
თავის მხრივ, მინისტრმა განმარტა, რომ საკითხი მთავრობის უფლებამოსილების სფეროს არ ეხებოდა და არ უკავშირდებოდა საკანონმდებლო ინიციატივებს ან სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.