სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, საკუთარი კაბინეტი დატოვოს
პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან ოპოზიციონერი დეპუტატები არიან შეკრებილები.
ოპოზიციონერი დეპუტატები შალვა პაპუაშვილს მოუწოდებენ, დატოვოს კაბინეტი და გარეთ გამოვიდეს.
„ორი ქალისგან იცავენ პაპუაშვილს, შეყუჟულია კაბინეტში და იქიდან ვერ გამოდის. თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ეს ხალხი ქუჩაში ვერ გამოდიოდეს. შეაფურთხოს ყველა ქართველმა, რადგან ეს ხალხი არის საკუთარი ქვეყნის გამყიდველი. ეს ხალხი არის საკუთარი ქვეყნის გამყიდველი. პაპუაშვილი საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს. ეს არის ერთადერთი დღის წესრიგი, რომ ამ კაბინეტიდან არ გამოვიდეს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.