პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
მდინარაძის თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.