პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები უნდა წარადგინონ, თუ როგორ და რა რეგულაციებით უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში არჩევნები.
საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, მეორე მხრივ, დოკუმენტში ის შეთანხმება უნდა გაითვალისწინონ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებშია გათვალისწინებული.
მომავალ კვირას საარჩევნო რეფორმის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა იგეგმება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.