პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მსჯელობის საგანია უკრაინაში ვიზიტის გამართვა.

შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან იოსელიანი, ხატია დეკანოიძე, უმრავლესობიდან დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია. დღევანდელი სხდომის შემდეგ დაზუსტდება, როდის წავლენ დეპუტატები უკრაინაში და ვინ იქნება დელეგაციაში.

ამ დროისთვის მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკრაინაში ოპოზიციასთან ერთად წავლენ.