პარლამენტში პოლიტიკური დებატებისას გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი შესაძლოა, შეიცვალოს
პარლამენტში პოლიტიკური დებატებისას გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი შესაძლოა, შეიცვალოს

პარლამენტის პოლიტიკურ დებატებში, მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში, შესაძლოა, გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი შეიცვალოს.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებების მიხედვით, ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს სამ-სამი წუთი მიეცემათ.

პროექტში აღნიშნულია, რომ ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ინიცირებისთვის პირველ ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დატოვე კომენტარი