პარლამენტში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ
პარლამენტში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ

პარლამენტში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს 99 კანონპროექტის არსი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გააცნო.

ამ წუთებში, რიგგარეშე სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვები ოპტიმიზაციის შედეგად ხარჯების შემცირების საკითხს ეხება.

შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ სამ თვეში გაირკვევა, რამდენ ადამიანს მოუწევს სამსახურიდან წასვლა და რეორგანიზაციის შედეგად რა თანხები დაიზოგება.

საკანონმდებლო ორგანო ცლილებების სამი მოსმენით მიღებას მიმდინარე კვირას გეგმავს, რის შემდეგაც პარლამენტი მსჯელობას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დაიწყებს.