პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

17:11, 15.12.2021

საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „ლელოს“ წევრები ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.

მსგავსი