პარლამენტში ლაშა დარსალიასთან დახურული შეხვედრა გაიმართება
პარლამენტში ლაშა დარსალიასთან დახურული შეხვედრა გაიმართება

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარესთან, ლაშა დარსალიასთან დახურული შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობის შესახებ, კერძოდ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ასევე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების პრობლემურ საკითხებზე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ დახურულ ფორმატში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხებზე მეტ ინფორმაციას მოისმენენ.

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პირველ მოსმენას, სადაც კომისიის თავმჯდომარე, ბატონი დარსალია თავად ისაუბრებს დავით გარეჯის ამ სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ ყველა პრობლემატურ საკითხზე და ეს იქნება დახურულ ფორმატში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი ინფორმაცია მივიღოთ და მეტად გაიხსნას ეს დიალოგი. მათ შორის, გვინდა, ვისაუბროთ ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით, რადგან იცით, რომ იქაც არის შეზღუდული, მათ შორის არამხოლოდ ტურისტების, არამედ მორწმუნე მრევლისა და სასულიერო პირების თავისუფლად შეცვლაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.