პარლამენტში ხვალ ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში ხვალ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ.

ანზორ ჩუბინიძე პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში წარდგება და დეპუტატებს 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

ანზორ ჩუბინიძის მოსმენა 16:00 საათზე იგეგმება.