პარლამენტში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი და საარჩევნო ცვლილებები.

შეხვედრას ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რაზეც კომიტეტი 4 აგვისტოს სხდომას გამართავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბდება „დეოლიგარქიზაცია“, სასამართლო რეფორმა, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვა, ანტიკორუფციული ღონისძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.